სოფელი თბილისში, ვაკის რაიონში, თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან 770 მეტრ სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 10 კმ.
istoria
წერილობით წყაროებში თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა) პირველად XV საუკუნეში იხსენიება. XV საუკუნემდე სოფელი გაბაშვილების მფლობელობაში იყო. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან თხინვალი ციციშვილების სამფლობელოა. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის თემს.
istoriuli Zeglebi
სოფლიდან 2 კილომეტრზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გაბაშვილების სასახლის ნანგრევები და წმ. გიორგის ეკლესია (XVII-XVIII სს).
სასახლე ნახევარწრიული ბურჯებით გამაგრებული აგურის ორსართულიანი შენობა იყო, ყოველ სართულს ისრული კამარით გადახურული თითო დარბაზი ჰქონდა. შენობაში შერწყმული იყო საცხოვრებელი სახლისა და გამაგრებული კოშკის ფუნქციები.
ეკლესია ნაშენია აგურით. მოგვიანებით იგი მეორე (გარეთა) კედლით გაუმაგრებიათ. გარედან მარტივია, შიგნით გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საერო ხუროთმოძღვრების გავლენა იგრძნობა (კედლის ღრმა ნიშების მწკრივი, ამოკაწრული დეკორატიული სახეები).
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 357 კაცი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1989 |
230 |
-- |
-- |
2002 |
303 |
139 |
164 |
2014 |
357 |
167 |
190 |
|